კომისიების შექმნა II მოდელით

სკოლაში არჩევნების მეორე მოდელის მიხედვით ჩატარების შემთხვევაში, ყალიბდება სკოლის საარჩევნო კომისია და თითოეული კლასი შეარჩევს მხოლოდ ერთ წევრს. კლასიდან სკოლის საარჩევნო კომისიის წევრის გამოსავლენად ასევე ტარდება რეიტინგული გამოკითხვა.

სკოლაში არჩევნების შერეული მოდელის მიხედვით ჩატარების შემთხვევაში, ყალიბდება ნაკადის საარჩევნო კომისია (მაგ. მე-7, მე-8, მე-9 კლასების კომისია ცალკე და მე-10, მე-11, მე-12 კლასების კომისია ცალკე) და თითოეული კლასი შეარჩევს მხოლოდ ერთ წევრს. კლასიდან სკოლის საარჩევნო კომისიის წევრის გამოსავლენად ასევე ტარდება რეიტინგული გამოკითხვა.