სამოქალაქო განათლების რესურსები

ინტერაქტიული, ხელმისაწვდომი და განახლებადი რესურსები სამოქალაქო განათლების მიმართულებით მასწავლებლების, მოსწავლეებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.

img
scroll

პროექტის შესახებ

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების მიმართულებით თანამედროვე, ინტერაქტიული, გრაფიკული და მედია შინაარსით გამდიდრებული ონლაინკურსების შექმნას უკვე აპრობირებული სასწავლო მასალებისა და მიდგომების საფუძველზე. ამ კურსების ფორმატი და ხელმისაწვდომობა საშუალებას იძლევა სამოქალაქო განათლების მიმართულებით სწავლებისას გამოყენებული მასალები და დაგროვილი გამოცდილება დაინტერესებულ პირთა გაცილებით ფართო წრისათვის გახდეს ხელმისაწვდომი. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორია გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში.

ვრცლად
about

როგორ გამოიყენო ვებგვერდი?

ბარათები

ინტერაქტიული, ხელმისაწვდომი და განახლებადი რესურსები სამოქალაქო განათლების მიმართულებით მასწავლებლების, მოსწავლეებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.

ბარათები
ბარათი

ბარათი 1. სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტები

აქ მოცემული თეორიული რეკომენდაციები და პრაქტიკული ინფორმაცია, ვიდეომასალა და სავარჯიშოები დაგეხმარებათ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რომ კიდევ უფრო უკეთ შეძლოთ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე საინტერესო, თქვენს ირგვლივ არსებული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული საკლასო პროექტების განხორციელება. დაგეხმარებათ რომ სწორად და მარტივად დაგეგმოთ აქტივობები; გადაინაწილოთ საქმიანობები; გაიაზროთ, პროექტზე მუშაობისას რა გააკეთეთ და როგორ; გამართოთ პრეზენტაცია და შეაფასოთ ჩატარებული სამუშაო.

ბარათები
ბარათი

ბარათი 2. სასკოლო-სამოქალაქო კლუბის მუშაობა

აქ მოცემული თეორიული რეკომენდაციები და პრაქტიკული ინფორმაცია, ვიდეომასალა და სავარჯიშოები დაგეხმარებათ კლუბში მუშაობის მსურველ მოსწავლეებს და კლუბის მეურვე მასწავლებლებს, რომ ერთად კიდევ უფრო უკეთ გააცნობიეროთ სამოქალაქო განათლების კლუბის არსი, მისი აგებულება და მუშაობის მიმართულებები. ასევე გაეცნობით და განიმტკიცებთ ცოდნას სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა პარტნიორებისა და მხარდამჭერების მოძიება, განაცხადის მომზადება დაფინანსებისათვის, პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსები და მრავალი სხვა.

სახელმძღვანელოები

გამოყენების ინსტრუქცია

ინტერაქტიული, ხელმისაწვდომი და განახლებადი რესურსები სამოქალაქო განათლების მიმართულებით მასწავლებლების, მოსწავლეებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.

ბარათის ილუსტრაციის სურათ

თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის

ბარათის ილუსტრაციის სურათ

როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე

ბარათის ილუსტრაციის სურათ

თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მედიასთან

ბარათის ილუსტრაციის სურათ

მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში

ვებგვერდი შეიქმნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.

პროგრამაში მონაწილეობს 650 სკოლა საქართველოს მასშტაბით და მასში ჩართულები არიან მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

სამოქალაქო განათლების რესურსები სამოქალაქო განათლების რესურსები კურსები სამოქალაქო განათლებისათვის კურსები სამოქალაქო განათლებისათვის ტექნოლოგიები სამოქალაქო განათლებისათვის ტექნოლოგიები სამოქალაქო განათლებისათვის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა