კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა, წევრებს შორის ფუნქციების განაწილება

საარჩევნო კომისიების შექმნის შემდეგ, პირველსავე სხდომაზე აუცილებელია წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილება. კომისია ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის მდივანს.

კანდიდატურის დასახელება შეუძლია კომისიის ნებისმიერ წევრს. შესაძლებელია როგორც საკუთარი კანდიდატურის დასახელება, ისე საკუთარი კანდიდატურისთვის ხმის მიცემა. თუ კომისიის თავმჯდომარის და/ან მდივნის არჩევა ხმათა უმრავლესობით ვერ მოხერხდა, მაშინ ფუნქციების განაწილება მოხდება წილისყრით: კომისიის ერთ-ერთი წევრი ქაღალდის ერთნაირ ფურცლებზე დაწერს: „კომისიის თავმჯდომარე“, „კომისიის მდივანი“ და „კომისიის წევრი“. ფურცლები გადაიკეცება ისე, რომ შეუძლებელი იყოს წარწერის წაკითხვა და ჩაიყრება ყუთში ან დაიყრება მაგიდაზე.

თითოეული წევრი რიგრიგობით ამოიღებს თითო ფურცელს და შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც წილისყრით შეხვდა.

შემდეგ კომისია გახსნის „საარჩევნო ჟურნალს“, რომელსაც აწარმოებს კომისიის მდივანი. ჟურნალში ჩაიწერება კომისიის წევრთა სახელები და შესაბამისი ფუნქციები. საარჩევნო ჟურნალში შევა ყველა განცხადება/საჩივარი, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს. უშუალოდ არჩევნების მსვლელობისას, კომისიის მდივანი შეითავსებს რეგისტრატორის მოვალეობას და გასცემს ბიულეტენებს, თავმჯდომარე შეითავსებს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველის ფუნქციას, ხოლო მესამე წევრი იქნება ნაკადის მომწესრიგებელი.

ანალოგიურად მოხდება სკოლის ერთიან საარჩევნო კომისიაში (II მოდელი)