პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების მიმართულებით თანამედროვე, ინტერაქტიული, გრაფიკული და მედია შინაარსით გამდიდრებული ონლაინკურსების შექმნას უკვე აპრობირებული სასწავლო მასალებისა და მიდგომების საფუძველზე. ამ კურსების ფორმატი და ხელმისაწვდომობა საშუალებას იძლევა სამოქალაქო განათლების მიმართულებით სწავლებისას გამოყენებული მასალები და დაგროვილი გამოცდილება დაინტერესებულ პირთა გაცილებით ფართო წრისათვის გახდეს ხელმისაწვდომი. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორია გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში.
ინტერაქტიული, ხელმისაწვდომი და განახლებადი რესურსები სამოქალაქო განათლების მიმართულებით მასწავლებლების, მოსწავლეებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ინტერაქტიული, ხელმისაწვდომი და განახლებადი რესურსები სამოქალაქო განათლების მიმართულებით მასწავლებლების, მოსწავლეებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ვებგვერდი შეიქმნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.
პროგრამაში მონაწილეობს 650 სკოლა საქართველოს მასშტაბით და მასში ჩართულები არიან მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ტექნოლოგიების დანერგვა სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში.