მოდელი II
მეორე მოდელის მიხედვით, იქმნება ერთი სასკოლო საარჩევნო კომისია, რომელშიც შევა ყველა კლასის თითო წარმომადგენელი, მთელ სკოლაში იქმნება ერთი უბანი, იდგმება ერთი საარჩევნო ყუთი და ყოველი კლასისთვის განსხვავებული ფერის ბიულეტენები იბეჭდება, რათა ხმების დათვლის დროს არ მოხდეს მათი აღრევა.
შერეული მოდელები
სკოლებს, საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით, შეუძლიათ აირჩიონ ამ მოდელთაგან ერთი, ან შექმნან შერეული მოდელი, მაგალითად: მე-12 რამდენიმე განაყოფი (პარალელური) კლასისთვის შეიქმნას ცალკე უბანი თავისი საარჩევნო კომისიით, მე-11 კლასებისთვის – ცალკე უბანი და საარჩევნო კომისია და ა.შ.
კლასების დაჯგუფება შესაძლებელია საბაზო და საშუალო საფეხურების მიხედვითაც. ასეთ შემთხვევებში, თითო პარალელური კლასიდან საარჩევნო კომისიაში შევა თითო წარმომადგენელი (თუ პარალელური კლასი მხოლოდ ორია, კლასიდან საარჩევნო კომისიაში ორი წევრი შევა, რადგან კომისიაში სამ წევრზე ნაკლები არ უნდა იყოს).