ინსტრუქცია მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებისათვის სკოლაში

„მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ სარეკომენდაციო დოკუმენტის სახით მომზადდა „დიალოგისა და შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის~ პროექტის ფარგლებში, რომლის პილოტირებაც 2009 წელს განხორციელდა ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის 10 სკოლაში.

პროექტი განხორციელდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი თანამშრომლობით, რომელიც დაფინანსებული გახლდათ ევროკავშირის, ცესკოსა (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომიტეტი) და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.