არჩევნების ორგანიზების განსხვავებული მოდელები - მოდელი I

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზება სკოლებში სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი. ჩვენ გთავაზობთ ორ განსხვავებულ წესს.

მოდელი I

არჩევნების ორგანიზების პირველი მოდელი გულისხმობს საკლასო საარჩევნო კომისიების შექმნას და არჩევნების გამართვას ცალ-ცალკე თითოეულ კლასში. ამ შემთხვევაში ყოველ კლასში ეწყობა ცალკე საარჩევნო უბანი, საკუთარი საარჩევნო ყუთით და სხვა ატრიბუტიკით.