მოსწავლეთა კლუბები, კომისიები /პროექტების შექმნა

მოსწავლეთა თვითმმართველობის ფარგლებში ჩართულობა მრავალი ფორმით შეიძლება განხორციელდეს და ის, თუ რა მიმართულებით შეიქმნება კლუბი, კომისია ან სხვა ტიპის გაერთიანება, სრულებით არის დამოკიდებული მოსწავლეთა ინტერესებსა და უნარზე, გაერთიანდნენ ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად.

ქართული რეალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ მოსწავლეთა გაერთიანებების სხვადასხვა ვარიანტს: სასკოლო სამოქალაქო კლუბი; ლიტერატურული კლუბი; საერთაშორისო ურთიერთობების, (ნატოს, ევროკავშირის, გაეროს) კლუბი; კლუბი `რა? სად? როდის?~; დებატების კლუბი; სკოლის გაზეთი; სკოლის რადიო; ჟურნალისტური კლუბი; მოსწავლეთა სამართლებრივი აღზრდისა და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის კომისია; სასწავლო-შემოქმედებითი კომისია; ზნეობრივი, ესთეტიკური და ეთიკური აღზრდის კომისია; შრომითი, ეკონომიკური და ეკოლოგიური აღზრდის კომისია; ეროვნულ-პატრიოტული, რწმენის კულტურის აღზრდისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების კომისია; სკოლისგარეშე დაწესებულებებთან ურთიერთობის კომისია; ფიზკულტურულ-სპორტული და ტურისტულ-მხარეთმცოდნეობითი აღზრდის კომისია და სხვა.