პროექტის წერა და მართვა

თვითმმართველობის პრაქტიკული განხორციელების ფარგლებში მნიშვნელოვანია პროექტების შექმნისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების არსებობა. მოსწავლეების მოთხოვნებზე მისადაგებული საპროექტო განაცხადის ფორმა შეგიძლიათ მოიძიოთ ვებპორტალზე:  ხოლო პროექტის წერის და მართვის სახელმძღვანელო – ვებპორტალზე:

მოსწავლეთა თვითმმართველობის ფარგლებში, შესაძლოა, მრავალი სხვადასხვა მიმართულების პროექტის განხორციელება იყოს დაგეგმილი. სასურველია, რომ თვითმმართველობა ახდენდეს ინფორმაციის თავმოყრას და უზრუნველყოფდეს მის ხელმისაწვდომობას. ამისათვის კარგი იქნება, თუ მოსწავლეთა თვითმმართველობას, სკოლის დირექციის დახმარებით, გამოყოფილი ექნება სპეციალური ადგილი ინფორმაციის განთავსებისათვის. ასეთი ადგილი უნდა იყოს ყველასათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი.