დავალება 5

შეუსაბამეთ მოცემული ტერმინები განმარტებებს:

 

1. შეტყობინების გადმოსაცემად შექმნილი ვიზუალური გამოსახულება (ნახატი, ფოტო), მოდელი, სიმბოლო.

სწორი პასუხი

2. მასში ჩამოთვლილია ძირითადი ღონისძიებები, მათი განხორციელების თანმიმდევრობა და მოსალოდნელი შედეგები გარკვეული დროის ფარგლებში მიზნის მისაღწევად.

სწორი პასუხი

3. რეალისტური, შეფასებადი წარმატების კრიტერიუმი, რომელიც პროექტის მენეჯერს საშუალებას აძლევს, შეაფასოს და მონიტორინგი გაუწიოს პროექტის მიზნებსა და შედეგებს.

სწორი პასუხი

4. მიზნის ან მიზნების მიღწევის გზა. პროექტის განსაზღვრის ეტაპზე ხდება მისი შეფასება მთელი რიგი კრიტერიუმების მეშვეობით, როგორიცაა, მაგალითად, განვითარების მოსალოდნელი გავლენა, სიცოცხლის უნარიანობა, განხორციელებადობა და ა.შ.

სწორი პასუხი

5. აუცილებელია ღონისძიებების განსახორციელებლად. მათი აღწერა, ჩვეულებრივ, მოიცავს ინფორმაციას თანხების, პერსონალის, აღჭურვილობის, შენობებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ.

სწორი პასუხი

6. დანახული სასურველი მომავლის სურათი, ის რაც ჯერჯერობით არარეალურია, მაგრამ რისი წარმოდგენაც შეუძლიათ და რისი მიღწევაც საბოლოოდ სურთ.

სწორი პასუხი

7. ინტერესთა ჯგუფისათვის გაწეული გარკვეული შუამდგომლობა რაიმე საქმიანობაში ხელშეწყობისათვის.

სწორი პასუხი

8. საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მეთოდი, რომლის გამოყენება შესაძლებელია საზოგადოებისათვის სასარგებლო ცვლილებების ინიცირებისათვის.

სწორი პასუხი

9. შეტყობინება კამპანიის თემის გადმოსაცემად.

სწორი პასუხი

10. ასახავს ორგანიზაციის ძირითად, გრძელვადიან მიზანს, ღირებულებებს და იმ ძირითად მიდგომებს, რომელთა გამოყენებითაც გეგმავს სამიზნე პრობლემ(ებ)ის გადაჭრას.

სწორი პასუხი

სავარაუდო პასუხები:

სამოქმედო გეგმა
რესურსები
ადვოკატირება
ინდიკატორები
სლოგანი
მისიის განცხადება
ლოგო
ლობირება
სტრატეგია
ორგანიზაციის მომავლის ხედვა
20/20
შემდეგი გაკვეთილი