ქალთა წარმომადგენლობის სიმცირე საჯარო სივრცეში

გენდერული უთანასწორობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ქალთა წარმომადგენლობის სიმცირე საჯარო მმართველობის სივრცეში. ბოლო რამდენიმე წელია, ქალთა რაოდენობა საქართველოს პარლამენტში არ აჭარბებს არასოდეს ყოფილა 17%-ზე მეტი აღნიშნული რაოდენობა ძალიან მცირეა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოსახლეობის 52%-ს ქალები შეადგენენ. მაშასადამე, ქალთა თანასწორი მონაწილეობა პოლიტიკაში იქნებოდა მინიმუმ მათი 50%-იანი წარმომადგენლობა. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა წარმომადგენლობას, გაწეული მუშაობის მიუხედავად , ქალთა რაოდენობა მცირეა.

არსებული გენდერული უთანასწორობის მიუხედავად, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში გვხვდება ქალთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ფაქტები: მაგალითად, ქართველი ქალები მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე და ანა სოლოღაშვილი 1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრები იყვნენ და საქართველოს რესპუბლიკის სადამფუძნებლო დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობდნენ. მათ წვლილი მიუძღვით 1921 წელს საქართველოს რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებაში.