საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ ეროვნული კვლევა
2009 წელს საქართველოში ჩატარდა ოჯახში ძალადობის შესახებ ეროვნული კვლევა, რომელმაც შემდეგი მონაცემები გამოავლინა:
საქართველოში დაქორწინებულ ქალთაგან ყოველი მე-11 ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია ოჯახში; ქალთა 18.9%-მა აღიარა, რომ ქმრის/პარტნიორის მხრიდან ძალადობის შედეგად ტვინის შერყევა მიუღია; ემოციური ძალადობა აღიარა ქალთა 14%-მა; ქალთა 29%-ს არა აქვს უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ (მშობლების) ოჯახთან; 11.6%-ს სჭირდება ქმრის ნებართვა ექიმთან წასასვლელად და სხვა.
როგორც აღმოჩნდა, ქალების მიერ ძალადობის დაძლევა მჭიდრო კავშირშია განათლების დონესთან. რაც უფრო დაბალია ქალის განათლების დონე, მით უფრო მაღალია მის მიმართ ძალადობრივი ქცევა. მაგალითად, ქალები, რომელთაც არასრული საშუალო განათლება აქვთ, უფრო ხშირად ექცევიან ქმრის კონტროლის ქვეშ, ვიდრე ქალები, რომლებსაც აქვთ სრული საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება.
მონიშნეთ ერთი სწორი პასუხი: