ბიუჯეტი

ბიუჯეტი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი ლოგიკურად უნდა უკავშირდებოდეს პროექტის ამოცანებს. თქვენი პროექტის ბიუჯეტის შედგენისას, აუცილებლად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

  • ბიუჯეტს უნდა ჰქონდეს ცხრილის სახე (იხ. ბიუჯეტის ნიმუში);
  •  თუ დაფინანსების წყარო რამდენიმეა, შესაბამისად, ცხრილს უნდა დაემატოს სვეტი, სადაც მითითებული იქნება: ა) და ფინანსების წყარო, ბ) დაფინანსების საგანი (სამუშაო/მომსახურება) და გ) თანხის რაოდენობა;
  • ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს მხოლოდ იმ სამუშაოებს/მომსახურების სფეროებს, რომლებიც შეესაბამება პროექტის ამოცანებს (ქვემოთ მოყვანილი სამუშაოები/ მომსახურების სფეროები მხოლოდ მაგალითებია). არ შეიტანოთ ბიუჯეტში ის პუნქტები, რომლებიც არ არის აუცილებელი, არ არის არსებითი, ან არ მიესადაგება თქვენს პროექტს;
  • ბიუჯეტის პუნქტებზე ფასები/ღირებულება უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში;
  •  აღჭურვილობის ჩამონათვალში კომპიუტერულ, აუდიო, ვიდეო თუ სხვა სახის ტექნიკაზე აუცილებლად უნდა მიეთითოს კონფიგურაცია, საფირმო დასახელება და მოდელის ნომერი;
  • აღჭურვილობაზე თუ მომსახურებაზე მითითებული ფასები უნდა იყოს საფუძვლიანი და ბაზრის შესატყვისი.