ოჯახში ძალადობა

ქალსა და მამაკაცს შორის უთანასწორობა სხვადასხვა ფორმას იღებს, მაგრამ საზოგადოებას ნებისმიერ დონეზე ერთნაირად აზიანებს. გენდერული უთანასწორობის თვალსაჩინო და განსაკუთრებით მწვავე მაგალითია 90% ძალადობა ოჯახში. ოჯახში ძალადობის შემთხვევების 90%-ზე მეტი ქალებისა და ბავშვების მიმართ არის განხორციელებული. 

წარსულში ოჯახში ძალადობა ოჯახის კერძო საქმედ მიაჩნდათ. საზოგადოება ფიქრობდა, რომ არავის ჰქონდა ოჯახის საქმეში ჩარევის უფლება. ძალადობის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება მთელ მსოფლიოში შეიცვალა და შესაბამისი კანონმდებლობით გამყარდა. დღეს, სახელმწიფო ვალდებულია, ადამიანის უფლებები დაიცვას ყველგან. შესაბამისად, ქალისა და ბავშვის უფლებები დაცული უნდა იყოს ოჯახში ძალადობისგან.

ოჯახში ძალადობას მრავალი საბაბი აქვს, თუმცა ძირითადი მიზეზები ქალთა მიმართ დომინანტურ (გაბატონებულ) და უთანასწორო დამოკიდებულებაშია.

ოჯახში ძალადობის ნებისმიერ მსხვერპლს უფლება აქვს, დახმარებისთვის პოლიციას მიმართოს. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ძალადობის შემთხვევაში, მათ ასევე შეუძლიათ, ადგილობრივი სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკს მიმართონ.