ადრეული ქორწინება

მსოფლიოში გავრცელებულია სტერეოტიპები, რომელიც ქალებს ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოაჩენს. ბევრ ქვეყანაში ქალების ბედს წინასწარ განსაზღვრავენ, დაბადებისთანავე მათ ნაცვლად გადაწყვეტენ მათ მომავალ საქმროს, ადრეულ ასაკში აიძულებენ განათლების მიღების შეწყვეტას და იძულებით აქორწინებენ. ადრეული ქორწინება წარმოადგენს ქალსა და მამაკაცს შორის უთანასწორობის ნათელ მაგალითს, რომელიც ძალადობად ყალიბდება. დღეს ადრეული და იძულებითი ქორწინება აკრძალულია კანონით და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას წარმოშობს. ასეთ უთანასწორობას ხშირად ტრადიციებით და დამკვიდრებული წეს-ჩვეულებებით ამართლებენ. თუმცა ნებისმიერი ტრადიცია, რომელიც შესაძლოა, საზოგადოებისა და ადამიანებისთვის საზიანო აღმოჩნდეს, დროთა განმავლობაში, აუცილებლად იცვლება. ტრადიციები ვერ გაამართლებენ ადამიანების უფლებების დარღვევასა და მათზე ძალადობას.