გარემო, რომელიც მოსწავლეთა თვითმმართველობას უწყობს ხელს

„დემოკრატია მოითხოვს დისციპლინას და მუხლჩაუხრელ შრომას. ადვილი არაა საკუთარი თავის მართვა... ერთი საქმეა , მოიპოვო თავისუფლება, მაგრამ თვითმმართველობას ანუ მართვის საკუთარ ხელში აღების უფლებას სხვა ვერ მოგანიჭებს. ეს უფლება თავად უნდა მოუპოვო საკუთარ თავს შრომისმოყვარეობითა და დისციპლინით“ -

ელეონორა რუზველტი, პოლიტიკური მოღვაწე, ქალთა უფლებების დამცველი, ამერიკის შეერთებული შტატებისპირველი ლედი 1933-45 წლებში.

 

იმისათვის, რომ სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობა სრულფასოვნად განხორციელდეს, საჭიროა, ადმინისტრაციის ყველა წევრმა, მასწავლებელმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა ხელი შეუწყონ, იზრუნონ მისი განხორციელებისთვის. თვითმმართველობის განსახორციელებლად არ კმარა მხოლოდ თეორიული ცოდნა მის შესახებ. სკოლაში თვითმმართველობის განხორციელებისთვის უნდა არსებობდეს უსაფრთხო სასკოლო გარემო, ადამიანის უფლებების დაცვის ატმოსფერო, რომელიც თანასწორ შესაძლებლობას მისცემს ყოველ მოსწავლეს და სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს, მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში.

ასეთი ატმოსფერო გულისხმობს: დისკრიმინაციისგან და სტერეოტიპებისგან თავისუფალ გარემოს და ძალადობისგან დაცულ სივრცეს.

 

გვერდის ვიზუალი