რათა თქვენ, მოსწავლეებმა, შეძლოთ საკუთარი, თუნდაც განსხვავებული აზრის, სხვების თანასწორად გამოხატვა, საჭიროა, საკუთარ თავს ღირსების მქონედ მიიჩნევდეთ და ასევე ეპყრობოდეთ სხვა ადამიანებს. დემოკრატიაზე საუბარი ნაადრევია, თუ ჩვენგან განსხვავებულ ადამიანს დავჩაგრავთ და არ მივიღებთ. ყველა ადამიანი დაბადებიდან თანასწორია მისი ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი მიკუთვნებულობისა და ასევე განსხვავებული სქესისა და შესაძლებლობების მიუხედავად. ამ თანასწორობის განცდას ხშირად დისკრიმინაცია ემუქრება სქესის ან შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე, რასაც ჩვენ ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ.