დავალება 2

ცხრილის მარცხენა სვეტში მოცემულ მაგალითებს შეუსაბამეთ „მონაწილეობის კიბის“ საფეხურის დასახელებები:

 

1. ბავშვები ორგანიზებულად მონაწილეობენ პოლიტიკურ დემონსტრაციაში ხელში პოლიტიკური შინაარსის პლაკატებით.

სწორი პასუხი

2. საზოგადოებრივი სამუშაოს შესასრულებლად ორგანიზებულია ბავშვების ჯგუფი, მაგრამ ისინი ინფორმირებულნი არიან მიზნების შესახებ და მიაჩნიათ, რომ საკითხი მათ განკარგულებაშია.

სწორი პასუხი

3. მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ აზრს კარგად გადმოსცემენ, შერჩეულნი არიან მრგვალ მაგიდაზე დასასწრებად სათანადო მომზადებისა და თანატოლებთან გასაუბრების გარეშე.

სწორი პასუხი

4. გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ბავშვებისგან რჩევას იღებს ქალაქის მერი; მათ აზრს სერიოზულობით ეკიდებიან.

სწორი პასუხი

5. ბავშვები მღერიან და ცეკვავენ ღონისძიებაზე, მაგრამ წარმოდგენა არა აქვთ, რასთან არის ეს დაკავშირებული.

სწორი პასუხი

6. ბავშვები ქმნიან თავიანთი სკოლის გაზეთს ან რადიო პროგრამას.

სწორი პასუხი

7. ბავშვები ახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას სკოლაში, იწყებენ პროექტს პრობლემის გადაჭრის მიზნით და არწმუნებენ უფროსებს, რომ საჭიროა მისი განხორციელება.

სწორი პასუხი

8. ბავშვებს სთხოვენ, მიიღონ მონაწილეობა სათამაშო მოედნის დაგეგმარებაში.

სწორი პასუხი

სავარაუდო პასუხები:

ბავშვების მიერ ინიცირება და მართვა
სიმბოლიზმი
დეკორაცია
შეთანხმება და ინფორმირება
ბავშვების მიერ ინიცირება, გადაწყვეტილებების გაზიარება უფროსებისთვის
უფროსების მიერ ინიცირება, გადაწყვეტილებების გაზიარება ბავშვებისთვის
დანიშვნა და ინფორმირება
მანიპულაცია
8/43