ახალი ამბები

ახალი ამბები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მედიაპროდუქტია.

გაეცანით ქვემოთ მოყვანილ გამონათქვამებს და შემდეგ უყურეთ ვიდეოს.

„როდესაც ძაღლი კბენს ადამიანს, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ როდესაც ადამიანი კბენს ძაღლს, ეს ახალი ამბავია“ - ჩარლზ ანდერსონ დანა, ამერიკელი ჟურნალისტი - 1819-1897 წწ.

„ახალი ამბავი არის ის, რის დამალვასაც ვიღაც სადღაც ცდილობს, დანარჩენი რეკლამაა“ - ლორდ ნორტკლიფი, ბრიტანელი გამომცემელი - 1865- 1922 წწ.

„ადამიანთა უმრავლესობისთვის არცერთი ახალი ამბავი არ არის კარგი ახალი ამბავი, პრესისთვის კი კარგი ახალი ამბავი საერთოდ არ არის ახალი ამბავი“ - გლორია ბორგერი, ამერიკელი ჟურნალისტი.

„თავისუფალი პრესა შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, მაგრამ ცხადია, რომ თავისუფლების გარეშე პრესა მხოლოდ ცუდი შეიძლება იყოს“ - ალბერ კამიუ, ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი - 1913-1960 წწ.

,,პუბლიცისტიკის უმთავრესი საგანი აწინდელი ცხოვრებაა თავის სრულის წარმოებითა, სრულის ვითარებითა“ - ილია ჭავჭავაძე, ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე - 1937-1907 წწ.