საქართველოს კანონმდებლობა თითოეული მოქალაქის სიტყვისა და თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას, უზრუნველყოფს მედიის მუშაობას და, ამავე დროს, განსაზღვრავს მისი მუშაობის პირობებს, გადასახადებს და ზოგიერთ შემთხვევაში, იცავს საზოგადოებას ზეგავლენისაგან, მაგალითად: შეზღუდვებს უწესებს მედიას ან იარაღის რეკლამირებისას. თუმცა ის, რაც მედიის სარედაქციო მუშაობას ეხება - რა და როგორ გააშუქონ და მიაწოდონ საზოგადოებას , ეს კანონს მიღმაა.
მსოფლიოს ყველა სახელმწიფო თანხმდება იმაზე, რომ მედია უნდა იყოს , მაგრამ არ შეიძლება, ის იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, რადგან აბსოლუტური თავისუფლება საზოგადოებისთვის საზიანო საქმიანობასაც შეიძლება გულისხმობდეს, მაგალითად: მოწოდებებს და ძალადობისკენ, ადამიანების დისკრიმინაციისა და . ამავე დროს, არ შეიძლება მედია მივანდოთ სახელმწიფოს, ანუ არ შეიძლება, ხელისუფლება და მართავდეს მედიას საკუთარი ინტერესების შესაბამისად. საკუთარი ინტერესებისათვის მედიას არც სხვადასხვა პოლიტიკური, ბიზნეს ან გარკვეული ჯგუფები უნდა იყენებდნენ როგორც, მაგალითად, საბჭოთა ხელისუფლება იყენებდა წლების განმავლობაში საკუთარი გავრცელების იარაღად მას და, შესაბამისად, მედია არ იყო თავისუფალი. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ისმენდნენ და კითხულობდნენ არა რეალურ ახალ ამბებს, არამედ მხოლოდ იმ ინფორმაციას და ისეთი ფორმით, როგორც ეს ხელისუფლებას სურდა.