პასუხისმგებლობის აღების გზები

თქვენ ნახეთ, რომ გადაწყვეტილების მიღება ხშირად დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ყოველთვის არ ხერხდება უფლებების, პასუხისმგებლობების და ღირებულებების ჰარმონიული თანხვედრა, პირიქით, ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგება და სწორედ ეს წინააღმდეგობა ქმნის დილემას. სირთულეს ქმნის ასევე ის, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ „სურვილებით“ ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება მორალური და ზნეობრივი პასუხისმგებლობის უმაღლეს კატეგორიას. სწორედ ამ ერთგვარ გამოცდასა თუ გამოწვევას გულისხმობს რუსთაველისეული „რაც არა გწადდეს იგი ჰქმენ, რაცა გწადს, რა საქმნელია“.

პირველივე გაკვეთილიდან თქვენ დაიწყეთ პროექტზე მუშაობა. პროექტზე მუშაობის მიზანი სწორედ იმის სწავლება იყო, თუ როგორ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენ გარშემო არსებულ პრობლემებზე.