წაიკითხეთ დილემისა და ცრუ დილემის განმარტებები.
დილემა – 1. (ლოგ.) მსჯელობა ან დასკვნა, რომელიც შეიცავს ორ, ერთმანეთის გამომრიცხავ დებულებას, რომელთაგან ერთ-ერთის არჩევა აუცილებელია. 2. ისეთი ვითარება, როდესაც ორი არასასურველი შესაძლებლობიდან აუცილებელია ერთ-ერთის არჩევა.
ცრუ დილემა - (ლოგ.) მსჯელობის შეცდომა, რომელიც საკითხის გადაწყვეტის მხოლოდ ორ, ერთმანეთის გამომრიცხავ გადაწყვეტას გვთავაზობს და არ ითვალისწინებს სხვა გზებსაც.