გაეცანით ქვემოთ მოცემულ სიტუაციას და უპასუხეთ კითხვებს:
დაჩი და სალომე საუკეთესო მეგობრები არიან. თამაშისას დაჩის ნასროლი ბურთი მოხვდა ფანჯარას და მინა ჩაიმსხვრა. ეს სალომემაც დაინახა. როდესაც მასწავლებელმა დამნაშავის ძებნა დაიწყო, დაჩიმ ვერ გაამხილა, რომ მან ჩაამსხვრია მინა. სალომე კი აღმოჩნდა დილემის წინაშე, დააბეზღოს თუ არა მეგობარი.