საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობაში ხშირად მხოლოდ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართულობას გულისხმობენ. თუმცა სინამდვილეში მოქალაქეობრივი მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში გაცილებით უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში. მუნიციპალურ დონეზე მოქალაქეებს შეუძლიათ, შექმნან საზოგადოებრივი ჯგუფები და მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის წარმართვაში. სახელმწიფო დონეზე მოქალაქეებს შეუძლიათ, შეუერთდნენ სხვადასხვა გაერთიანებას, მოხალისეთა ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ დემოკრატიის განვითარების საქმეში.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი განათლების საკითხებში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი დიანა რავიჩი წერს: „დემოკრატია ეს არის პროცესი, საშუალება ერთად ცხოვრებისა და მუშაობის. ის მოითხოვს ურთიერთთანამშრომლობას, კომპრომისსა და ტოლერანტობას ყველა მოქალაქის მხრიდან. ეს მძიმე შრომაა. თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა თავისუფლებას პასუხისმგებლობისგან“.