შევამოწმოთ - რა გავიგეთ

ძვ. წ. 431 წელს ათენისა და სპარტას ქალაქ-სახელმწიფოებს შორის ომი გაჩაღდა. ამ პერიოდში ათენის არქონტი ბერძენ-სპარსელთა ომების ერთ-ერთი გმირი – პერიკლე იყო. ბრძოლაში დაცემული ათენელი ჯარისკაცების დაკრძალვაზე მან საზეიმო გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ათენის სახელმწიფოსა და საზოგადოების იდეალებსა და ცხოვრების წესზეც გაამახვილა ყურადღება.

ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს:

... ჩვენი სახელმწიფოებრივი მოწყობისთვის არანაირი უცხოური სისტემა არ აგვიღია. პირიქით, ჩვენ თვითონ ვართ მაგალითის მიმცემნი სხვებისათვის, და არა ვინმეს მიმბაძველნი რაიმეში. და ვინაიდან ჩვენს ქალაქს მართავენ არა ერთი მუჭა ადამიანები, არამედ ხალხის უმრავლესობა, ამიტომ ჩვენს სახელმწიფოებრივ წყობას ხალხის მმართველობა ეწოდება.

კერძო საქმეებში ყველა სარგებლობს ერთნაირი უფლებით და კანონთა მიხედვით; რაც შეეხება სახელმწიფოებრივ საქმიანობას, საპატიო სახელმწიფო თანამდებობაზე აწინაურებენ ღირსების მიხედვით, ვისაც თავი გამოუჩენია არა რომელიმე წოდებისადმი კუთვნილების ძალით, არამედ პირადი სიქველით. სიღარიბე ხელს არ უშლის საპატიო თანამდებობის დაკავებას... 

საზოგადოებრივ საქმეებში არ ვარღვევთ კანონებს, ვემორჩილებით ხელისუფლებასა და კანონებს, განსაკუთრებით – დაჩაგრულთა დასაცავად დაწესებულთ... ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფლად. ...სიმდიდრე ჩვენთვის ფუჭი დიდების მიღწევის საშუალება კი არ არის, არამედ ახალი მიღწევების შესაძლებლობაა. არ მიგვაჩნია, რომ სიღარიბის აღიარება სირცხვილია, მაგრამ ნამდვილი უკუსვლაა, როდესაც არაფერს იღონებ მის დასაძლევად. ჩვენი მოქალაქეები პირნათლად ასრულებენ როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო მოვალეობებს. სხვა სახელმწიფოებისაგან იმით განვსხვავდებით, რომ ადამიანს, რომელსაც თავი საზოგადოებრივი საქმეებისაგან შორს უჭირავს, არა „მშვიდ“, არამედ უსარგებლო მოქალაქედ მივიჩნევთ. პოლიტიკის ყველა საკითხს სათითაოდ და ყურადღებით განვიხილავთ და ვკამათობთ მათზე, რადგან გვჯერა... რომ ნებისმიერი წამოწყება განწირულია, თუკი საერთო მსჯელობის გარეშეა დაწყებული. ჩვენი განმასხვავებელი თვისებაა, რომ ერთდროულად უშიშარნი (რისკიანნი) ვართ ქმედებებში და ძალზე ბევრს ვფიქრობთ მათ დაწყებამდე... ერთი სიტყვით, მე ვამტკიცებ, რომ ჩვენი ქალაქი მთელი ელადის სკოლაა და მიმაჩნია, რომ თითოეულ ჩვენგანს თავისთავად შეუძლია იოლად და მოხდენილად გამოამჟღავნოს თავისი პიროვნება სრულიად განსხვავებულ ცხოვრების პირობებში.

 

რას მოითხოვს ათენში საზოგადოება მოქალაქისგან? მონიშნეთ სწორი პასუხი

თქვენი აზრით, რატომ უწოდა პერიკლემ ადამიანს, რომელსაც საზოგადოებრივი საქმეებისგან თავი შორს უჭირავს, არა „მშვიდი“, არამედ „უსარგებლო“ ადამიანი? მონიშნეთ სწორი პასუხი

თქვენი აზრით, რას გულისხმობს პერიკლე, როდესაც ამტკიცებს, რომ ათენი „მთელი ელადის სკოლაა“? მონიშნეთ სწორი პასუხი

6/21