შევამოწმოთ - რა გავიგეთ

ოთარ ჭილაძე იყო XX საუკუნის თვალსაჩინო ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი, სცენარისტი, „თავისი დროის გულწრფელი მემატიანე.“ წაიკითხეთ ნაწყვეტი ოთარ ჭილაძის სიტყვიდან, რომელიც მან წარმოთქვა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ:

ვგმობ სისასტიკეს!

(რადიოგამოსვლა 1989 წლის 11 აპრილს)

„მთელი ჩემი არსებით ვგმობ იმ არაადამიანურ სისასტიკეს, ანგარიშსწორების იმ ბარბაროსულ მეთოდს, მსხვერპლისადმი იმ ცინიკურ განურჩევლობას, რისი მოწმენიც, ჩვენდა სამწუხაროდ, 9 აპრილის ღამით გავხდით. ეს ღამე ალბათ ახალ „ბართლომეს ღამედ“ ჩაიწერება მსოფლიოს ისტორიაში, ხოლო ჩვენს შეგნებაში მარადიულ წყვდიადად დარჩება – აღარასოდეს გათენდება, როგორც არ უნდა წარიმართოს ხვალიდან ჩვენი ცხოვრების გზები. ჩვენ კი არ დაგვსაჯეს, როგორც, დავუშვათ, პოლიტიკური დამნაშავენი, არამედ ბნელში, ფაცაფუცით, გაუსამართლებლად ამოგვხოცეს, როგორც, დავუშვათ, ქვეწარმავლები. ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული კი თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო და სხვა არაფერი. ხოლო თავისუფლებისკენ სწრაფვა საერთოდ ადამიანის მთავარი თვისებაა და არაფერია ამაში არც გაუგებარი, არც მოულოდნელი, არც გადამეტებული და, რაც მთავარია, არც სხვებისგან გამოსარჩევი. პირიქით, თუკი გვამსგავსებს, სწორედ ეს უკეთილშობილესი თვისება თუ მოთხოვნილება გვამსგავსებს იმ ბედნიერ ხალხებს, სხვებზე ადრე რომ გაიარეს თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრების, თვითშემეცნების გზა. ეს გზა, ადრე თუ გვიან, ყველა ხალხმა უნდა გაიაროს და მათ შორის, რასაკვირველია, ჩვენც.

მაგრამ საქმეც ისაა, ვინ როგორ გაივლის ამ გზას, ანუ ბოლომდე გაივლის თუ შუა გზაში შეფერხდება, დაიბნევა, გადაცდება, მხარი ექცევა...... სიბნელიდან სინათლეზე ერთბაშად გამოსვლა სახიფათოა – გადაჩვეულმა სინათლემ, შეიძლება, ისე დაგვაბრმაოს, სულ უბრალო დაბრკოლებაც საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენთვის...“

უპასუხეთ კითხვებს:

 

რა იყო 9 აპრილის პროტესტის მიზანი? მონიშნეთ სწორი პასუხი

ადამიანის რომელ თანდაყოლილ უფლებას იცავდნენ ისინი? მონიშნეთ სწორი პასუხი

როგორ გგონიათ, რატომ ფიქრობს ავტორი, რომ „ეს ღამე ..... ჩვენს შეგნებაში მარადიულ წყვდიადად დარჩება.“ მონიშნეთ სწორი პასუხი

როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობს ტექსტის ავტორი ამ სიტყვებში: „სიბნელიდან სინათლეზე ერთბაშად გამოსვლა სახიფათოა – გადაჩვეულმა სინათლემ, შეიძლება, ისე დაგვაბრმაოს, სულ უბრალო დაბრკოლებაც საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენთვის.“ მონიშნეთ სწორი პასუხი

3/21