მოსწავლეს (ასევე მშობელსა და მასწავლებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს სკოლის მიერ მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მისი აზრის მოსმენისა და განხილვაში უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა
გამოხატვის თავისუფლება
მოსწავლეს (ასევე მშობელსა და მასწავლებელს) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიოს, მიიღოს, შექმნას, შეინახოს, დაამუშაოს ან გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია და იდეა, აგრეთვე გამოიყენოს სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად, შესანახად, დასამუშავებლად ან გასავრცელებლად, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. მოსწავლეს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა