განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. გახსოვდეთ, რომ დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა ნებისმიერი მოზარდისათვის
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
მოსწავლეს, ასევე მშობელსა და მასწავლებელს, უფლება აქვთ, მიიღონ სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა, ასევე უფლება აქვთ, ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ.
სკოლა ვალდებულია, ყოველ ახალ მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს გააცნოს მათი უფლებები და თავისუფლებები, ასევე სკოლა ვალდებულია, უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას, მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი .