სამეურვეო საბჭოს ფარგლებში მოსწავლეთა წარმომადგენლის (საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის) მონაწილეობით, როგორც უკვე დავრწმუნდით, მოსწავლეებს სკოლის ცხოვრებისა და მართვის მრავალ საკითხში შეუძლიათ მონაწილეობა და გავლენის მოხდენა. სამეურვეო საბჭოს გარდა, სკოლის თვითმმართველობაში მოსწავლეების უშუალო მონაწილეობა განსაზღვრულია დისციპლინური კომიტეტის ფარგლებშიც, რომლის ფუნქცია არის სკოლაში დისციპლინური გადაცდომების განხილვა.
სკოლის ცხოვრებაში დისციპლინის მართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დისციპლინურ კომიტეტში თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.