მართვის სისტემის დემოკრატიზაცია – ფუნქციების გადანაწილება

სკოლის დონეზე დემოკრატიზაციის პროცესი მოიცავს მართვის პროცესში მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების ჩართვასა და სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების/ძალაუფლების გადანაწილებას/გამიჯვნას. საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი, ხოლო საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 35, პუნქტი 1,2).