სკოლების დემოკრატიზაცია და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა

სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურული ერთეულების მიერ თვითმმართველობის ფუნქციების ეფექტური განხორციელებისათვის გადამწყვეტია სკოლის მართვის სისტემის დემოკრატიზაცია, ხოლო მართვის სისტემისა და, ზოგადად, სკოლის დემოკრატიზაციისათვის მნიშვნელოვანია მმართველობით რგოლებს შორის ფუნქციებისა და ძალაუფლების გონივრული გადანაწილება, ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმების არსებობა.