საჯარო სკოლების მმართველობითი სისტემა

2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვან სიახლეს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების, თვითმმართველობის სხვადასხვა ინსტიტუტის, მათ შორის, მოსწავლეთა თვითმმართველობის ფორმირება წარმოადგენს. აღნიშნული კანონის მიღებით, განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებმა მკვეთრად აიღეს კურსი ზოგადი განათლების მართვის სისტემის დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციისაკენ. სწორედ დეცენტრალიზებული მართვის მოდელის დანერგვის შედეგად, 2005 წლიდან სკოლა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ადმინისტრაციული და ფინანსური კუთხით, გახდა ავტონომიური ორგანიზაცია. 

დიაგრამა

 რაც საკანონმდებლო განმარტებით ნიშნავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობას, რომლის სუბიექტები საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე, სააპელაციო კომიტეტი – ასეთის არსებობის შემთხვევაში ამ კუთხით განხორციელებული რეფორმის შედეგად, სახელმწიფო სკოლები საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირდნენ დამოუკიდებელ ორგანიზაციებად, გახსნეს საკუთარი საბანკო ანგარიშები, გადაეცათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში დამოუკიდებლად აკონკრეტებენ ეროვნულ სასწავლო გეგმას და სხვა.