საერთაშორისო გამოცდილება და შესაბამისი დოკუმენტები

საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოზარდების მონაწილეობის კუთხით მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სადაც ზოგიერთი კანონმდებელი და პოლიტიკოსი სისტემატურად გადის კონსულტაციებს ახალგაზრდებთან. მაგალითად, ლონდონში ქალაქის მერი რჩევას ეკითხება მოზარდებს, თუ როგორ გახადონ ქალაქი ახალგაზრდებისთვის უფრო შესაფერისი, განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტრანსპორტი, სათამაშო მოედნები, უსაფრთხოება და რა ღონისძიებები გაატარონ ინტერნეტძალადობის წინააღმდეგ.

გაეცანით მეტს