მედიის ეთიკა და თვითრეგულირება

ნებისმიერი მედიასაშუალება არის საწარმო, რომელიც მომხმარებლისთვის მუშაობს, თუმცა ჩვეულებრივი საწარმოსგან მას მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა განასხვავებს. ეს ნიშნავს, რომ მედიის მიზანი ვერ იქნება მხოლოდ შემოსავლის, მოგების მიღება, მისი ამოცანაა, ყველა მოქალაქეს ემსახუროს კარგად. რა სჭირდება მედიას იმისათვის, რომ კარგად ემსახუროს საზოგადოებას? ეს არის შემოსავალი და თავისუფლება. თუმცა ნიშნავს კი ეს თავისუფლება ყველაფრის უფლებას? რას არეგულირებს კანონი და რა რჩება კანონს მიღმა?