სავარჯიშო 3

 ბიბლიოთეკისა და ამბულატორიის მოწყობა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში აჭარიდან ჩამოსახლებული მოქალაქეები ცხოვრობენ. 2016 წლამდე ამ დასახლებას სოფლის სტატუსი არ გააჩნდა და მოსახლეობა ვერ სარგებლობდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“. სკოლის და მოსახლეობის მიერ აშენებული ეკლესიის გარდა აქ სხვა საზოგადოებრივი შენობა არ არსებობდა. 2017 წელს კავკასიური ინსტიტუტის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩატარებული სათემო შეხვედრის დროს მოსახლეობამ პრობლემად საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცის და ამბულატორიის არარსებობა დაასახელა. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შეხვდა თვითმმართველობის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული პრობლემა და გადაწყვეტის გზებიც დაგეგმეს. მალე მერიამ ორი საცხოვრებელი კონტეინერი შეიძინა და სოფელ დისველში განათავსა. ერთ კონტეინერში ამბულატორია და მერის წარმომადგენლის ოთახი მოეწყო, მეორეში კი კავკასიურმა ინსტიტუტმა შეიტანა საოფისე ავეჯი და საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა მოაწყო. მერია კონტეინერების გარშემო სივრცის კეთილმოწყობასა და სპორტული მოედნის გაკეთებასაც გეგმავს.

 

გაეცანით ქვემოთ მოცემულ შემთხვევას და შეუსაბამეთ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ფუნქცია

6/10