რა გამოცდილება მიიღეთ?

პროექტზე მუშაობის ბოლო, დასკვნითი საფეხური მოიცავს იმის გააზრებას, თუ რა ისწავლეთ ამ პროექტზე მუშაობის განმავლობაში, რა გამოცდილება მიიღეთ და რა უნარები გამოგიმუშავდათ. თქვენ მიერ შექმნილი პროექტით უკვე შეგიძლიათ, მიმართოთ შესაბამის ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის. ასევე, მოსწავლეთა პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე 

ქვემოთ მოცემულია შეკითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ, გააანალიზოთ ის გამოცდილება, რაც პროექტზე მუშაობამ შეგძინათ:

1. რა ისწავლეთ პირადად და რა ისწავლა კლასმა, როგორც ერთმა გუნდმა პროექტზე მუშაობისას?

2. რა უნარების გამომუშავებაში შეგიწყოთ ხელი ამ პროექტზე მუშაობამ?

3. რა დადებითი მხარე აქვს ერთ გუნდად მუშაობის პრინციპს?

4. რა უარყოფითი მხარე აქვს ერთ გუნდად მუშაობის პრინციპს?

5. რა იყო თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა ამ პროექტში?

6. რა იყო კლასის, როგორც ერთი გუნდის, ყველაზე დიდი მიღწევა ამ პროექტში?

7. როგორ შეძლებთ გაიუმჯობესოთ პრობლემის გადაჭრის უნარები?

8. რას შეცვლიდით, თავიდან რომ იწყებდეთ ამ პროექტზე მუშაობას?