დავალება 2

ქვემოთ მოცემული სიტყვები ჩასვით თქვენთვის უკვე ნაცნობი ადამიანის უფლებათა დამცველების გამონათქვამებში.

1. „ჩემი მისია მხოლოდ ინდოეთის თავისუფლებით არ შემოიფარგლება. იგი ითვალისწინებს----------------- ადამიანების მეგობრობასა და ურთიერთგაგებას“. მაჰათმა განდი

სწორი პასუხი

2. „პრაღის გაზაფხული ხშირად ესმით, როგორც შეჯახება ხელისუფლების ორ დაჯგუფებას შორის: ერთს სურდა, შეენარჩუნებინა სისტემა არსებული სახით, მეორეს კი სურდა მისი გარდაქმნა. კომუნისტმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც შეეცადნენ სისტემის შეცვლას, შეცვალეს ცვლილებათა გეგმა არა იმიტომ, რომ მათ უცებ გაუნათდათ გონება, არამედ იმიტომ, რომ განიცდიდნენ--------------------- გავლენას.“

სწორი პასუხი

3. „ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე ----------------როგორც სიკეთისთვის ხელშეწყობა“. მარტინ ლუთერ კინგი

სწორი პასუხი

4. „არავინ იბადება სხვა კანის ფერის, სხვა წარმოშობისა და სხვა რელიგიის მქონე ადამიანებისადმი თანდაყოლილი სიძულვილის გრძნობით. ამ სიძულვილს ---------- და რადგანაც ამ სიძულვილის სწავლა შეიძლება, მაშინ სიყვარულის სწავლაც შესაძლებელი უნდა იყოს“. ნელსონ მანდელა

სწორი პასუხი

5. „თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ საერთო ენას, შესაძლოა, დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ, -------------- ამაოდ დავუწყებთ ერთმანეთს ძებნას და ვეღარ ვიპოვით“. მერაბ კოსტავა

სწორი პასუხი

სავარაუდო პასუხები:

ადამიანები სწავლობენ
ცნების გაანალიზებას
დაბრმავებულები
მორალური ვალდებულებაა
საზოგადოებრივი აზრის
19/21