ნელსონ მანდელა

ნელსონ მანდელა დაიბადა 1918 წელს. მან მიიღო იურიდიული განათლება. 1952 წლიდან გახდა „აფრიკის ეროვნული კონგრესის“ აქტივისტი. მთელ ქვეყანაში ეწეოდა აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობას, იცავდა შავკანიანთა უფლებებს. მან, შვიდ თანამოაზრესთან ერთად, 27 წელი ციხეში გაატარა. საპატიმრო გარე სამყაროსაგან იზოლირებულ კუნძულზე მდებარეობდა, სადაც ტუბერკულოზით დაავადდა.

1990 წელს ციხიდან გაათავისუფლეს სამხრეთ აფრიკის ეროვნული კონგრესის ლიდერი, რომელიც 1994 წელს ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

მანდელას მთავრობის პრიორიტეტებს ჯანმრთელობა, განათლება და ეკონომიკური სტაბილურობა წარმოადგენდა. ის მუდმივად მოუწოდებდა თავის ხალხს – შავკანიან უმრავლესობასა და თეთრკანიან აფრიკელებს – სიყვარულისა და ურთიერთგაგებისკენ.

მანდელას რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევის კარგი მაგალითია შავკანიანი აფრიკელების მიერ მათთვის უწინ საძულველ თეთრკანიან თანამოქალაქე რაგბისტთა გუნდის გულშემატკივრობა. 1995 წლის მსოფლიო თასზე ურთიერთსიყვარულისა და თანასწორობის ნიშნად, მანდელამ „სფინქსბოქსების“ (თეთრკანიან რაგბისტთა გუნდის სახელწოდება) მაისური ჩაიცვა და ისე გადასცა გუნდის თეთრკანიან კაპიტანს ჯილდო.

ნელსონ მანდელას ავტორიტეტმა დიდი როლი შეასრულა სამხრეთ აფრიკის  საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მას დღესაც „ოჯახის უფროსს“ ანუ „მადიბას“ ეძახიან. 

2009 წლის ნოემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 18 ივლისი `მანდელას დღედ~ გამოაცხადა.