მრავალფეროვნების ერთიანობა

ამრიგად, ადამიანები ყველანი ერთნაირები და, ამავე დროს, განსხვავებულები არიან. ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან ფიზიკური აღნაგობით, კანის ფერით, სხვადასხვა კულტურას ვეკუთვნით. ზოგი ჩვენგანი მეტად წარმატებულია, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველანი თანასწორი ვართ. ჩვენ მსგავსნი და თანასწორნი ვართ ყველგან – საკლასო ოთახში, სკოლაში, ეზოში, უბანში, ქალაქში, საკუთარ ქვეყანაში, მსოფლიოში!