დავალება 3

წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ შეკითხვებს:

ის არ მუშაობს

– ბევრი ბავშვი გყავთ? – იკითხა ექიმმა.

– ექვსი, – უპასუხა მან.

– თქვენი ცოლი მუშაობს?

– სახლიდან არ გადის.

– გასაგებია. რას აკეთებს მთელ დღეს?

– დგება დილის 4 საათზე, მოაქვს წყალი, შეშა, ანთებს ცეცხლს და ამზადებს საუზმეს.

შემდეგ მიდის მდინარეზე და რეცხავს. ამის შემდეგ ბაზარში საჭირო პროდუქტს ყიდულობს. შემდეგ ამზადებს სადილს.

– თქვენ სახლში შუადღეზე ბრუნდებით?

– არა, არა, ცოლს მოაქვს საჭმელი ჩემთან, მინდორში, რომელიც სახლიდან დაახლოებით სამი კილომეტრითაა დაშორებული.

– და ამის შემდეგ?

– ცოლი უვლის ქათმებსა და ღორებს და, რა თქმა უნდა, მთელ დღეს ბავშვებს ადევნებს თვალყურს. შემდეგ ამზადებს ვახშამს, რომელიც ჩემი მოსვლისათვის ყოველთვის მზად

არის ხოლმე.

– თქვენი ცოლი ვახშმის შემდეგ დასაძინებლად მიდის?

– არა, დასაძინებლად მე მივდივარ. მას კი რაღაც საოჯახო საქმეები აქვს დასამთავრებელი ცხრა საათამდე.

– მაგრამ თქვენ თქვით, რომ ცოლი არ მუშაობს?

– არა, მე გითხარით, რომ ის სახლიდან არ გადის.

 

ვისი უფლებები ირღვევა ამ სიტუაციაში? მონიშნეთ სწორი პასუხი

როგორი სახის დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში? მონიშნეთ სწორი პასუხი

ვინ მუშაობს ამ ოჯახში? მონიშნეთ სწორი პასუხი

14/29