პროექტზე მუშაობა ‐ IV საფეხური: პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და პროექტის დაგეგმვა

მეოთხე საფეხურის აღწერა:

პროექტზე მუშაობის მეოთხე საფეხურზე თქვენ ამუშავებთ, აანალიზებთ და აჯამებთ კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს. მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეძებთ პრობლემის გადაჭრის გზებს და გეგმავთ, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

თქვენ უკვე ფლობთ სრულყოფილ ინფორმაციას შერჩეული პრობლემის შესახებ. გააცანით თქვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები კლასს. იმსჯელეთ, ვინ არის პასუხისმგებელი აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე. ვის შეუძლია დადებითი/უარყოფითი გავლენის მოხდენა შერჩეული პრობლემის მოგვარებაზე. იმუშავეთ ჯგუფებში, შეიმუშავეთ პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზები და, საკლასო დისკუსიის საშუალებით, შეარჩიეთ მათ შორის საუკეთესო.

პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის შერჩევის შემდეგ, დაიწყეთ დაგეგმვა, თუ როგორ უნდა გადაჭრათ აღნიშნული პრობლემა.