შევამოწმოთ - რა გავიგეთ

დავალება 1 (ერთარჩევითპასუხიანი)

წაიკითხეთ სიტუაცია „ჭუჭყიანი თეთრეული“ და უპასუხეთ შეკითხვებს:

 

ჭუჭყიანი თეთრეული

ახალგაზრდა წყვილი ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. დილით ახალ გაღვიძებულმა ცოლმა ფანჯარაში გაიხედა და მეზობელი დაინახა, რომელიც თეთრეულს ფენდა გასაშრობად.

– შეხედე, რა ჭუჭყიანი თეთრეულია, – უთხრა ქალმა თავის ქმარს. ქმარს ყურადღება არ მიუქცევია ქალისთვის, რადგან გაზეთს კითხულობდა.

– ალბათ ცუდ საპონს იყენებს, ან კიდევ საერთოდ არ იცის რეცხვა, კარგი იქნებოდა, ვინმეს ესწავლებინა.

ასე ხდებოდა ყოველთვის, როდესაც მეზობელი თეთრეულს ფენდა. ახალგაზრდა ქალი გაოცებას ვერ მალავდა მეზობლის უსუფთაობის გამო. ერთ მშვენიერ დილას მან კვლავინდებურად გაიხედა ფანჯარაში და წამოიყვირა:

– შეხედე, დღეს თეთრეული სუფთაა, როგორც ჩანს, რეცხვა ისწავლა.

– არა, ჩემო კარგო, – უთხრა ქმარმა, – საქმე ის არის, რომ დღეს ფანჯარა გავწმინდე.

 

რას აღნიშნავს მოცემულ სიტუაციაში ფანჯრის გაწმენდა მეუღლის მიერ?

ახალგაზრდა ქალის შეხედულება მეზობელზე არის:

17/29