მიზნის ჩამოყალიბებისთანავე უნდა განაწილდეს ფუნქციები ჯგუფის წევრებს შორის, უნდა განისაზღვროს შესრულების რეალური ვადები, დაიგეგმოს მოქმედებები (დანართი 11), განისაზღვროს მოსალოდნელი წინააღმდეგობანი. აუცილებელია საჭირო რესურსების განსაზღვრა. ეს ეხება როგორც ადამიანურ, ისე მატერიალურ რესურსს. თუ პროექტს სჭირდება მატერიალური რესურსი, უნდა მოიძებნოს წყარო (იხ. ვებგვერდი). პროექტის საფეხურების შესრულების განრიგი შეიძლება დანართ 8-ში მოცემული ფორმით დაწეროთ.
იხილეთ სრულად