შედეგების შეფასებისათვის წინასწარ უნდა განისაზღვროს შესრულების ინდიკატორები, ანუ მაჩვენებლები, რომლებიც პროექტის შესრულება-არშესრულებაზე მიგვითითებენ. ინდიკატორები მოსალოდნელი შედეგების შესაბამისად განისაზღვრება.
კვლავაც ტუბერკულოზის საგანმანათლებლო ასპექტს დავუბრუნდეთ, რომელიც ამ ეტაპზე უკვე პროექტის ძირითად საკითხად იქცა და ისიც გავიხსენოთ, რა მიზანი დაისახეთ. ალბათ, პროექტის შედეგად გინდათ, რომ მოსახლეობა კარგად იყოს ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ, რაც მომავალში მის პრევენციას შეუწყობს ხელს. როგორ უნდა გაზომოთ, შეძელით თუ არა კონკრეტული შედეგის მიღწევა? ამ შემთხვევაში, შესაძლებელია პროექტის საწყის ეტაპზე მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფის გამოკითხვა ჩაატაროთ და დააფიქსიროთ, რამდენად არის იგი ინფორმირებული ტუბერკულოზის შესახებ. პროექტის დასრულების შემდეგ კი იგივე გაიმეოროთ და ნახოთ, როგორ შეიცვალა სტატისტიკა.