ინფორმაცია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს მოქალაქეთა ნებაყოფლობით გაერთიანებას. მასში გაერთიანებულები არიან საერთო ინტერესებისა და მიზნების მქონე ადამიანები. ეს არის მთავრობისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ზოგჯერ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება სხვა ქვეყნის მთავრობების მიერ. სულ მსოფლიოში 40000-მდე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. ადგილობრივი მნიშვნელობის არასამთავრობო ორგანიზაციათა რიცხვი კი უფრო მაღალია.

არასამთავრობო ორგანიზაციების ტიპები შეიძლება განვასხვაოთ მიმართულებისა და თანამშრომლობის დონის მიხედვით.

მიმართულების მიხედვით არსებობს: საქველმოქმედო, მომსახურებითი, საზოგადო ორგანიზაციები. თანამშრომლობის დონეების მიხედვით კი – თემზე დაფუძნებული, საქალაქო, ეროვნული, საერთაშორისო.

გავეცნოთ რამდენიმე ორგანიზაციის საქმიანობას:

 

1. გაეროს ბავშვთა ფონდი – UNICEF (United Natons Children’s Fund). მისი წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს პროგრამებს ბავშვთა უფლებების დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროებში.

ვებგვერდი

2. გაეროს განვითარების პროგრამა – UNDP (United Natons Development Programme) არის გაეროს განვითარების ქსელი, რომელიც სხვადასხვა ერის მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ვებგვერდი

თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს ამ ორგანიზაციის შემდეგი მიმართულებები:

  • Environment& Energy – გაეროს განვითარების პროგრამა „გარემო და ენერგია” მოწოდებულია იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას წყლის რესურსები და გარემო დაბინძურებისაგან; აგრეთვე ხელი შეუწყოს საქართველოს ადგილობრივი რესურსების გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. 
  • Economic Development – გაეროს განვითარების პროგრამა „ეკონომიკური განვითარება” საქართველოს ეხმარება სტაბილური ეკონომიკური განვითარების საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და მასში დაბალშემოსავლიან ადამიანთა ჯგუფების ჩართვას.

3. Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები) ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის დაუცველ ნაწილს – ქუჩის ბავშვებს, ქალებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს. მისი მუშაობა მიმართულია ჯანმრთელობის, განათლების და ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისაკენ.

 ვებვერდი

4. PH International საერთაშორისო ორგანიზაციაა. მისი მიზანია, შექმნას ძლიერი საზოგადოებები სამოქალაქო ლიდერობის განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობის გზით. 

ვებგვერდი

5. USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) – მრავალი წლის განმავლობაში USAID ეხმარება ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ, თავი დააღწიონ სიღარიბეს და გაატარონ დემოკრატიული რეფორმები. იგი ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას ეკონომიკის ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და მმართველობის, ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების მიმართულებებით. 

ვებგვერდი

6. CENN – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (Caucasus Environmental NGO Network) 

ვებგვერდი

 

თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ CENN-ის შემდეგი მიმართულებებით:

  • გენდერი და გარემო – ეს პროექტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს და იკვლევს, რამდენად წარმატებული და ეფექტიანია გენდერზე დაფუძნებული პროექტები და რა როლი აქვთ ქალებს ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მოხმარების საქმეში.
  • კლიმატის ცვლილება – ეს პროექტი მიზნად ისახავს, გაზარდოს სამხრეთ კავკასიის ხალხების ინფორმირებულობა ამ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემაზე, რომელიც დღეს ამ რეგიონისა და კაცობრიობის წინაშე დგას. 
  • ბუნებრივი რესურსების დაცვა და მოხმარება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც გარემოსთვის, ისე საზოგადოებისათვის. ორგანიზაცია ცდილობს, კონსულტაცია გაუწიოს ამ საკითხით დაინტერესებულ ჯგუფებს.

7. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მნიშვნელოვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა, რომლის მრავალმხრივ საქმიანობაში სერიოზული ადგილი უკავია საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრებას, ადამიანის უფლებათა დაცვას, დაცვის მექანიზმების განვითარებას და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. 

ვებგვერდი

8. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ცდილობს, ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას საქართველოში; ასევე, დემოკრატიულ მმართველობასა და ეკონომიკურ რეფორმებს და ახალგაზრდა ეკონომისტების პროფესიულ განვითარებას.

ვებგვერდი