დავალება 2.1.

ა) დაკვირვებით შეისწავლეთ თქვენ მიერ პირველი თემის შესწავლისას შევსებული პრობლემათა სქემა

ბ) დაამატეთ გამოტოვებული პრობლემები (თუ ასეთად მიგაჩნიათ რომელიმე).

გ) გადახედეთ დანართებში (მოცემულ ინფორმაციას და გაარკვიეთ, რა სახისაა იგი. ეს პროექტზე მუშაობისას დაგეხმარებათ. 

დ) ჩამოთვლილი პრობლემებიდან თითოეულისათვის მოიფიქრეთ, რომელ ორგანიზაციას შეუძლია მის გადაჭრაში მონაწილეობის მიღება. შეგიძლიათ  გამოიყენოთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილის ნიმუში. 

ე) გამოყავით ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაში (ან მისი ნაწილის გადაწყვეტაში) შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. ეს შეიძლება იყოს არა მთლიანად პრობლემის, არამედ მისი ნაწილის მოგვარება (პრობლემა შეიძლება გადაიჭრას სკოლის დონეზე, მაგრამ გადაუჭრელი დარჩეს ქვეყნის დონეზე)