პრესრელიზი

- რისთვის იწერება პრესრელიზი? - იმისათვის რომ, გაიზარდოს ინფორმაციის მედიაში მოხვედრის ალბათობა, მიეწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს.

- როდის უნდა გავრცელდეს პრესრელიზი? - დროულად. თუ ის გავრცელდება მოვლენიდან დიდი ხნის შემდეგ, ის აღარ იქნება საინტერესო. უკეთესია მისი ერთი დღით ადრე გავრცელება. სწორედ ამ დროში მოასწრებენ ჟურნალისტები რეაგირებას. ან, უკიდურეს შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს იმავე დღეს, ღონისძიების დასრულებისთანავე.

- რა იწერება? - ახალი ამბავი, მაშასადამე, ინფორმაცია ცვლილების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ:

რაღაც შესაძლოა მოხდეს, ან რაღაც მოხდება, ან უკვე მოხდა. ინტერესი მეტია, როცა რაღაც ნამდვილად მოხდება, ან ეს-ესაა, მოხდა.

რადგან ცვლილებაზეა საუბარი, ავტორმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, რა ცვლილებას მოიტანს ეს ამბავი?

 

გვერდის ვიზუალი