პრესრელიზის პირველ აბზაცში უნდა მოხვდეს ის ყველაზე საინტერესო ფაქტი, რომლის გამოც იწერება პრესრელიზი. პირველმა აბზაცმა უნდა გასცეს პასუხი კითხვებზე: რა? სად? როდის? ვინ? რატომ? როგორ?
მეორე აბზაცში მოკლედ უნდა აღიწეროს საწყისი სიტუაცია და რით არის მნიშვნელოვანი მოცემული მოვლენა. აქ უნდა მოხვდეს ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი. დაიწეროს პარტნიორების შესახებ.
მესამე აბზაცში შესაძლებელია ვინმეს გამონათქვამის მოყვანა.
მეოთხე აბზაცში უნდა დაიწეროს, როდის დაარსდა ორგანიზაცია, რომელიც ავრცელებს პრესრელიზს და რა მიზანი აქვს მას.
ბოლოს აუცილებელია საკონტაქტო პირების ვინაობისა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონის ნომერი, ელფოსტა, დაწესებულების მისამართი) მითითება.
სათაური უნდა იყოს მოკლე და მიიქციოს ყურადღება, მაგრამ არ უნდა იმეორებდეს პირველი აბზაცის წინადადებას.
პრესრელიზის წარმოდგენა შესაძლებელია თავდაყირა მდგომი პირამიდის სახით, სადაც, თავდაპირველად, მოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შემდეგ ნაკლებ მნიშვნელოვანი.