შევამოწმოთ - რა გავიგეთ.

შეასრულეთ მოცემული დავალება, რათა განიმტკიცოთ მიღებული ცოდნა.

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია წარმატებული თანამშრომლობის შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ ამ პროექტის ერთ–ერთ საწყის ეტაპზე  მიმართავთ პოტენციურ პარტნიორს და ატარებთ პრეზენტაციას მასთან. რომელ 3 ძირითად საკითხს განიხილავდით პრეზენტაციისას?

პროექტის  - „შეზღუდვების გარეშე“ დასკვნითი ღონისძიება ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში

30 მაისს, ოზურგეთის #მე-2 საჯარო სკოლაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ მიერ დაფინანსებული მცირე საგრანტო პროექტის - „შეზღუდვების გარეშე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროექტი `შეზღუდვების გარეშე“ ითვალისწინებდა ოზურგეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათ ჩართვას სპორტულ აქტივობებში, ასევე, მათი მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის წარმოებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ჩატარდა შეხვედრები ფსიქოლოგის, მშობლებისა და შშმ პირების მონაწილეობით, მოეწყო მხიარული სტარტები, სკოლის სპორტდარბაზი აღიჭურვა სპორტული ინვენტარით, გაკეთდა ეტლით გადასაადგილებელი ბილიკი სპორტული დარბაზის შესასვლელში.

 

მონიშნეთ 3 სწორი პასუხი:

6/10