პრეზენტაციის პროცესი

როგორ წარვმართოთ პრეზენტაციის პროცესი?

  • პრეზენტაციისას ილაპარაკეთ ხმამაღლა და მკაფიოდ, არც ძალიან ჩქარა და არც ძალიან ნელა;
  • უყურეთ აუდიტორიას, რიგრიგობით შეაჩერეთ მზერა ყველაზე;
  • პრეზენტაცია არ უნდა იყოს ხანგრძლივი;
  • პრეზენტაციის დასრულებისას, მიეცით მსმენელებს საშუალება, დაგისვან კითხვები;
  • დასასრულს მადლობა გადაუხადეთ აუდიტორიას ყურადღებისათვის.

საკუთარი პრეზენტაციების შექმნისას:

  • მიუსადაგეთ ყველა რჩევა თქვენს კონკრეტულ პრეზენტაციას, იქნება ეს კლუბის წევრების შეხვედრა, პრეზენტაცია პოტენციურ პარტნიორთან, შემაჯამებელი პრეზენტაცია თუ სხვა.
  • ჩამოაყალიბეთ პრობლემა და ვის საკეთილდღეოდ უნდა გადაიჭრას (ან გადაიჭრა) იგი.
  • ნუ შეიჭრებით კვლევის მიმდინარეობის დეტალებში. ძირითადად, ისაუბრეთ კვლევის შედეგებზე. თუ ეს არის პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია, კვლევის ნაწილი შეგიძლიათ ცოტა უფრო დეტალურად აღწეროთ.
  • როგორ ხედავთ პრობლემის გადაჭრის გზას და ვის მიერ. გარკვევით გამიჯნეთ ფუნქციები.
  • რა კონკრეტულ დახმარებას ელით პარტნიორისაგან ან რა კონკრეტული დახმარება გაგიწიათ პარტნიორმა.

 

გვერდის ვიზუალი